ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 25 სექტემბერს სიღნაღში გაიმართება "ყველის ფესტივალი". ღონისძიებას გახსნის საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თვმჯდომარე მაია სიდამონიძე. დამთვალიერებლები და სტუმრები გაეცნობიან ქართული ყველის მრავლფეროვნებას და სათითაოდ ყველა მაგიდაზე წარმოდეგნილ ყველს.
12:00-18:00 საათზე გაიმართება გამოფენა-დეგუსტაცია. დარბაზში წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან რძის პროდუქტების კუთხე, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.
ფესტივალზე პირველად მოხდება გაეროს პროექტის ფრგლებში სოფელ ჭობარეთში აღდგენილი უნიკალური ტენილი ყველის მიღების ტექნოლოგიის პრეზენტაცია.
სტუმრები დაესწრებიან მესხური რეწვის ნიმუშების - ტენილის ძაფებისგან შესრულებული ფერადი მძივების გამოფენას, მთელი ღონიძიების მანძილზე, ტექნოლოგებს ამოყავთ ყველის ძაფები და ქმნიან წნულებს. წნულების გაკეთებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუმრებსაც. ყველაზე საუკეთესო წნულის "ავტორი" დასაჩუქრდება , თავის მიერვე შესრულებული ყველის წნულით.
პროექტი ეძღვნება როგორც რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ყველის შეფუთვას, დიზაინს და ფართომასშტაბიან რეკლამირებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
"ყველის ფესტივალზე" დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, ამისთვის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით შაბათ-კვირას ვარდების მოედნიდან 09:45 რეგულარულად გადის უფასო ავტობუსები ქ. სიღნაღის მიმართულებით.