გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესწავლის მიზნით ახმეტის სატყეო უბნის მეთხუთმეტე სარეინჯეროს შემოწმება განხორციელდა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა უკანონოდ მოჭრილი 75 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-ტყე, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა 55, 28 მ3, მათ შორის სამასალე - 1, 18 მ3, საშეშე - 54,1 მ3.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 1275, 6 ლარი. მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.