საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ საქართველოში დევნილებისთვის კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას შეეხებ მორგი ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევა მიზნად ისახავს 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის საქართველოში „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ რეაბილიტირებული ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასებასა და ასევე რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების ანალიზს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა" დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა.
ანგარიშში განმარტებულია თუ როგორ მუშაობს „მუნიციპალური განვითარების ფონდი" ტენდერებში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებთან და რა როლს ასრულებენ ისინი რეაბილიტაციის პროცესში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს რეკომენდაციებს სთავაზობს, რომ მომავალში დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისას მათ ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი ხარისხით იმოქმედონ.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა პროექტის „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.