"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პრაიმერის და ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების აზრს ვერ ხედავს.
"სადღეისოდ ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერც პრაიმერის და ვერც თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების აზრს ვერ ვხედავ. ქვეყანაში ვითარება არ შეცვლილა და არ გამოსწორებულა. ეს ეხება როგორც მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას, ისე საარჩევნო გარემოს. ვითარების გამოსწორებამდე პრაიმერში მონაწილეობა წარმოუდგენლად მიმაჩნია", _ განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრაიმერის ინიციატორი პარტიების "კონსერვატიული პარტიის", ხალხის პარტიის" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ლიდერებმა ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართვა გამოაქვეყნეს, სადაც მათ პრაიმერში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.