საქართველოში სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალ წელსაც უცვლელი იქნება და სამხედრო ძალები 37 ათასი კაცით იქნება განსაზღვრული. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბიუროს სხდომაზე ინიცირებული იქნა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა, "საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ".
კანონპროექტის თანახმად პრეზიდენტი პარლამენტს სამხედრო ძალების რაოდენობის ისევ 37 ათასი კაცით განსაზღვრას სთხოვს. ამდენით იყო განსაზღვრული სამხედრო ძალები მიმდინარე წელსაც.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ძალების რაოდენობას პარლამენტი ყოველ წელს ამტკიცებს და ახალი ინიციატივის წარმოდგენაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუკი რაოდენობა არ იცვლება.