ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაბადების დღეს 5 ოქტომბერს ქალაქ გროზნოში დიდი ზეიმის გამართვა იგეგმება. მოსალოდნელ ღონისძიებებს ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წლის მოვლენას უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ გროზნოში კადიროვის დაბადების დღისათვის მსოფლიო კინოსა და მუსიკი ვარსკვლავები აპირებენ ჩასვლას.
სააგენტო "ფრანს-პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გროზნოში ჩასვლას გეგმავენ მსახიობი კევინ კოსტნერი, მომღერალი შაკირა, მსახიობები ჰილარი სუონკი და ევა მენდესი.
ამას გარდა, გროზნოში ცნობილი მევიოლინე ვანესა მეის ჩასვლასაც ელიან. ვარსკვლავები მონაწილეობას მიიღებენ ცათამბჯენების კომპლექსის "გროზნი-სიტის" გახსნაში.
ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ გროზნოში ლაზერ შოუც გაიმართება. "გროზნოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს", - განაცხადა ქალაქ გროზნოს მეთაურმა მუსლიმ ხიჩიევმა. ამ პროგრამაზე უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი.
მხოლოდ ვანესა მეის გამოსვლაში ხელისუფლება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის.
5 ოქტომბერი გროზნოში დასვენების დღედაა გამოცხადებული.