იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლების ტერინინგი მიმდინარეობს. სემინარის მონაწილეები ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
ტრეინინგი ინტერაქტიურია, მისი მიმდინარეობისას იუსტიციის სახლის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ასრულებენ, განიხილავენ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციებს და ითვისებენ მათი მართვის მექნიზმებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, სერვისების პროცედურები და სხვა.
იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრეინინგების მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა იუსტიციის სახლის ყველა სტუმარმა სერვისცენტრების თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღოს.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მიიღოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები.