დღეს, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრში (დელისის პირველი შესახვევი 5 ა) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ახალი პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ" დაწყებას.
პროექტის ფარგლებში სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის მომხმარებელთა ცხელი ხაზი: 219 42 42. თუ მომხმარებელი მაღაზიაში ნახავს საკვებად უვარგის, ცუდად შენახულ, უტიკეტო პროდუქტს, შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.
პროექტი დააფინანსა ევრაზიის განვითარების ფონდმა.