ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო, თუმცა უცნობია, თუ რა საკითხებს განიხილევენ მთავრობის წევრები.
სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვება. უშიშროების საბჭოს სხდომას მინისტრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ესწრება.