რუსეთისა და შტატების ურთიერთობაში მთავარი პრობელმა საქართველოა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია ვესტისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. არხთან საუბრისას სერგეი ლავროვმა გასული 2009 წელი შეაჯამა. შერგეი ლავროვის უკმაყოფილების მიზერზი შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობაა, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვაა. ლავროვი აცხადებს, რომ შტატები საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში არ უნდა დაეხმაროს.
"შტატებსა და ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა რჩება. ვერ გაგვირკვევია ვითანამშრომლოთ ან ვითანამშრომლოთ თუ არა საერთოდ სააკაშვილის რეჯიმთან, რადგან შტატები ჯერ კიდევ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და სამხედრო პოტენციალის აღდგენაში ეხმარება. უარს ამბობს იმ რეალიების მიღებაზე რომლებიც არა ჩვენი ინიციატივით, არამედ სააკაშვილის აგრესიის შემდეგ გაჩნდა" - აცხადებს ლავროვი.