საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გია თორთლაძემ გააკეთა.
თორთლაძემ დღეს ქუთაისის 5 მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. აქედან სამი ქალბატონია. მოგვიანებით დემოკრატიული პარტიის ლიდერი ამომრჩევლებსაც შეხვდა. ხვალიდან თორთლაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე ბათუმში გამართავს.