22 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება ტელეკომპანია "პიკ"-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "მუღამის" პრეზენტაცია.
სურათის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. ფილმმა, ნომინაციაში- 2011 წლის საუკეთესო უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ამერიკის შეერთებულ შტატებში "მუნდენსის" საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.
"მუღამი" აზებაიჯანული მუსიკის უნიკალურ ჟანრს ეძღვნება. ამ უნიკალურობის გამო რეჟისორმა საავტორო ტექსტზე უარი თქვა.
16 სექტემბერს ფილმის პრეზენტაცია ამერიკის ქალაქ დენვერში ჩატარდა, ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოება კი კოლორადოს დედაქალაქში გაიმართა.
აზერბაიჯანული "მუღამი" კლასიკური პოეზიისა და მუსიკალური იმპროვიზაციის შერწყმას წარმოადგენს, რომელიც 2003 წელს "იუნესკომ" კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ნიმუშად აღიარა.