წინასწარი არჩევნების (Primary) ინიციატორი პარტიები "ხალხის პარტია", "კონსერვატიული პარტია" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავენ.
როგორც პარტიების მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, რამოდენიმე კვირაა ინტენსიურად მუშაობდა ინტერპარტიული ჯგუფი, რომლმაც შეიმუშავა წინასწარი არჩევნების (Primary) წესების პროექტი.
"წინასწარი არჩვენების და შესაბამისად ერთიანი კანდიდატების შერჩევის აუცილებლობა კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უგულვებელყო ოპოზიციის ყველა წინადადება და დააწესა მერის და საკრებულოს წევრების არჩევა 50%-იანი ბარიერის გარეშე. დღეისავით ნათელია, რომ ხელისუფლებაზე მეტი ხმების დაგროვება შეუძლია მხოლოდ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს", _ნათქვამია მიმართვაში.
წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოიხსნას ყველანაირი წინაპირობა ამათუ იმ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანების შესახებ და წინაპირობების გარეშე მოხდეს შეთანხმება, რომ თვითმმართველობების არჩევნებამდე ჩატარდება წინასაწრი არჩევნები პარიტეტულ საფუძველზე და საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე გამოვლინდება მერობისა და საკრებულოს წევრობის ერთიანი კანდიდატები.
"მივმართავთ ყველა პარტიას, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი პოზიციები, მოგვამრთოთ კონკრეტული და კონსტრუქციული წინადადებებით ნაცვლად ქილიკისა და დესტრუქციისა. მზად ვართ განვიხილოთ ყველა შენიშვნა და წინადადება და გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები კომპრომისისათვის", _ ნათქვამია მიმართვაში.
წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები ხვალიდან იწყებენ შეხვედრებს საქართველოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. მათი განცხადებით, თითეული შეხვედრა იქნება საჯარო და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. წინასწარი არჩევნების ინიციატორი პარტიები მოლაპარაკებებს 2010 წლის 20 იანვარს დაასრულებენ.
პარალელურად შეიქმნება წინასაწრი არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტი, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წინასწარი არჩევნებისთვის ყველა საჭირო მოსამზადებელი ღონისძიების გატარება.
მიმართვა გაეგზავნა შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს: ალიანსი საქართველოსთვის; ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; ,,ეროვნული ფორუმი"; თეთრები;
ლეიბორისტული (შრომის) პარტია; ,,მომავლის პარტია"; მონარქისტული მოძრაობა ,,სამეფო გვირგვინი"; ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის"; "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; მწვანეთა პარტია; "საქართველოს გზა"; სახალხო პარტია; სოციალ-დემოკრატები; ტრადიციონალისტთა კავშირი; ქალთა პარტია ,,სამართლიანობისა და თანასწორობისათვის"; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ძალოვანი ვეტერანების, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა "მამულიშვილი";