ოპოზიციამ შიდა არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პრაიმერი რომელმაც თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა გამოავლინოს სავარუდოდ თებერვალში გაიმართება. განცახდება პრაიმერის ჩატარების შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
დღეიდან ხალხის პარტია, კონსერვატორები და ზურაბ ნოღაიდელის მოძროაბა სამართლიანი საქართველოსთვის მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას რომ მხარი დაუჭირონ თვითმმართველობის წინასწარი არჩევნების პრაიმერის ჩატარების იდეას, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე სახლისუფლებო კანდიდატს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი დაუპირისპირდეს. დღეს სამივე პარტიამ დაასრულა იმ საარჩევნო დებულებაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ჩატარდება კენჭისყრა და გამოვლინდება პრაიმერის გზით ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.
პროექტში ხაზგასმულია, რომ პრაიმერის ჩატარების დღედ დადგენილი არის 2010 წლის 30 მარტი. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზს, როგორც ინიციატორები აცხადებენ, რომ შემდეგ რაც დღის წესრიგიდან მოიხსნა თვითმმართველობის არჩევნების 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესება ამ დებულების ავტორები ფიქრობენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატს მხოლოდ წინასწარი არჩევნების გზით გამოვლენილი ოპოზიციური კანდიდატი დაამარცხებს.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ვკითხოთ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მხარდამჭერებს თუ რომელი კანდიდატები მიაჩნიათ ამა თუ იმ ოლქში ყველაზე უფრო კონკურენტუნარიანად და რომელ კანდიდატს ექნება ყველაზე მეტი მხარდაჭერა. ამის მიხედვით უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. დღეს ვაცხადებთ, რომ პრაიმერთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს ჩამოყალიბებული და რომ ის აუცილებლად ჩატარდება არაუგვიანეს 2010 წლის 28 მარტისა და პრაიმერში მონაწილე პარტიების რაოდენობა იქნება განსაზღვრული 2010 წლის იანვრის ბოლოს" - აცხადებს ზვიად ძიძიგური.