დღეს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩვილთა მე-18 ნათლობას სამების საკათედრო ტაძარში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს სოციალური სამსახური ავრცელებს.
პატრიარქი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისსაც გადაიხდის.