გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს თანამშრომლების მიერ ქ. მარნეულში გამოვლინდა რცხილისა და წიფლის ჯიშის საშეშე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების სამი ფაქტი.
სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი ჩამოერთვათ და მათ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად.
სამივე საქმე განსახილველად გადაეგზავნება მარნეულის რაიონულ სასამართლოს.