დღეს, 21 სექტემბერს, მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი თინა აკეტოფტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კობა სუბელიანს შეხვდება. პროტოკოლით გათვალისწინებული 45-წუთიანი საუბრის შემდეგ აკეტოფტი კოლექტიურ ცენტრში აფხაზთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.
უცხოელი სტუმარი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი ფორჩხიძეს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეტოფტს 15:45 საათზე ელოდებიან. უცხოელ სტუმარს გრიგოლ ვაშაძის მოადგილე თორნიკე გორდაძე მიიღბს.
22 სექტემბერს ევროსაბჭოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ოფისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი თიშკიევიჩს შეხვდება.
11:00 საათზე სტუმარი წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან. 15:00 საათზე თინა აკეტოფტი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზონას დაათვალიერებს. დღის მეორე ნახევარში უცხოელი მაღალჩინოსანი საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდება, რითაც ვიზიტის ოფიციალურ მხარე სრულდება კიდეც.
აკეტოფტი საქართველოს 19 სექტემბერს ეწვია და 23 სექტემბერს დატოვებს.