ხვალ, 21 სექტემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის დროებით შეზღუდვის მიზეზი ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ დაგეგმილი სამუშაოა.
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის და სურგულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.