ჰოლანდიის ტილბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელს მისი მფლობელისთვის რეალური წარმატება მოაქვს.
ექსპერიმენტი ჩატარდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში: რესპოდენტთა 52% მზად იყო პასუხი გაეცა მკვლევარის შეკითხვაზე, რომელსაც ცნობილი ბრენდის სვიტერი ეცვა, ხოლო, მის კოლეგას, რომელსაც უცნობი ბრენდის ტანსაცმელი ემოსა, დახმარებაზე მხოლოდ 14% რესპოდენტი დათანხმდა.
ანალოგიური ექსპერმენტი ჩაატარა გულის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა. ფონდის ორი თანამშრომელი 230 ოჯახს ესტუმრა. გოგონას Lacoste ლოგოტიპის მაისურით ადამიანთა 80 %-მა გაუკეთა შემოწირულობა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ადამიანებს ძვირადღირებული ტანსაცმელი წარმატებულ დასაქმებაშიც ეხმარება. მაგრამ ისინი აფრთხილებენ "ფუფუნების" მოყვარულებს, რომ "თუ Rolex-ის ოქროს საათი თქვენს მაჯაზე ყალბია, მაშინ ბაქიას იარლიყი გარანტირებული გაქვთ".