მიმდინარე სექტემბერი "შავ სექტემბერად" იქცევა გაეროს გენერალური ასამბლეისათვის. ეს განცხადება ქნესეთის თავმჯდომარემ რეუვენ რივლინმა იუდეაში გააკეთა. ეს ის ტერიტორიაა, რომლის მათ სახელმწიფოდ გამოცხადებას პალესტინელები გაეროს სთხოვენ.
იმ დროს როდესაც, პალესტინელები 1967 წლის საზღვრების ფარგლებში თავიანთი სახელმწიფოს აღიარებისათვის ემზადებიან, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმში უნდა იყოს, ისრაელმა აქ კულტურის სახლი გახსნა. შენობის გახსნის ცერემონიალზე რივლინმა ამ ღონისძიებას პალესტინელების მოქმედებებზე "ნათელი სიონისტური პასუხი" უწოდა.
"ეს კულტურის სახლი - ნათელი სიონისტური და პოლიტიკური პასუხია: ჩვენ აქ ვართ და ჩვენ უცხოები არ ვართ ჩვენს ჩვენს მიწაზე. პალესტინელების არჩევანი ისრაელს გვერდი აუაროს, როგორც არასოდეს ისე აშორებს ჩვენი მეზობლობის პერსპექტივას", _ განაცხადა რივლინმა ღონისძიებაზე.
პალესტინის ავტონომიის ლიდერის აბუ-მაზენის განზრახვის კომენტირებისას, რომელშიც მაზენი პალესტინის გაეროს წევრ-სახელმწიფოდ აღიარებით გაეროს მიმართავს რივლენი აცხადებს: "ეს სექტემბერი შავი სექტემბერი გახდება "შავი სექტემბერი" არა ისრაელისათვის, არამედ გაეროს გენერალური ასამბლეისათვის და ისრაელისა და პალესტინის ურთიერთობისათვის. მე აქ ვარ იმისათვის, რომ ვთქვა, რომ ისრაელის გვედრის ავლის იდეა ილუზიებს ეფუძნება", _ განაცხადა ქნესეთის ხელმძღვანელმა.