თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გია ხუბუა უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ვერ მოხვდა. ეს ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-ს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. თანამდებობებზე ვერ მოხვდნენ ყოფილი გენ. პროკურორი გია მეფარიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, იურისტი ეკა სირაძე და სხვები.
"კომიისიის გადაწყვეტილებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე აღნიშნული პირები ვერ მოხვდნენ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" უნივერსიტეტში.
კერძო სამართლის მიმართულებით კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩნენ: ბესარიონ ზოიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); დავით კერესელიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); თევდორე ნინიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ლადო ჭანტურია (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ირაკლი ბურდული (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); თამარ ზამბახიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); გიორგი ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).
საერთაშორისო სამართლის მიმართულებით: ლევან ალექსიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); კონსტანტინე კორკელია (სრული პროფესორის თანამდებობაზე).
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით: მაია კოპალეიშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ირმა ხარშილაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).
კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით: გიორგი კვერენჩხილაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ნანა ჭიღლაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); გიორგი თევდორაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); გიორგი კახიანი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).
სისხლის სამართლის მიმართულებით: მაია ივანიძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ლალი ფაფიაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე); გიორგი თუმანიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).
სამართლის ისტორიის მიმართულებით: გიორგი დავითაშვილი (სრული პროფესორის თანამდებობაზე); ნუგზარ სურგულაძე (სრული პროფესორის თანამდებობაზე); დავით ბოსტოღანაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე); მარინა გარიშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე).
თსუ-ს ინფორმაციით, დადგენილება ძალაში შევიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2011 წლის 8 სექტემბრიდან.