თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ასაფეთქებელი მოწყობილობა მიკროავტობუსში იყო მოთავსებული .
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქალაქის იმ ნაწილში იყო გაჩერებული, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებია განლაგებული.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭება. თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცავებს აფათქებასთან დაკავშირებით კომანეტარი არ გაუკეთებიათ.