ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი ნატოში თავისი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს იგი სექტემბრიდან საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ერთვება და ამის გამო ნატოში თანამდებობას ტოვებს. ეს განცხადება თავად როგოზინმა გაკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"გასულ კვირას მე მქონდა შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან და ამ შეხვედრაზე მე პარტნიორებს მივეწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწონთ მათ ეს პერსპექტივა თუ არა, უახლოეს მომავალში მათ ჩემთან მუშაობა მოუწევთ", _ აცხადებს დიმიტრი როგოზინი.