ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გაეროს სტრუქტურაში კარდინალური ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვა უნდა მოხდეს. მორალესის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭომ, საკუთარი თავის დისკრედიტირება ლიბიის კრიზისის დროს მოახდინა.
"რა უშიშროების საბჭო, ჩემი აზრით, ეს არასანდოობის საბჭო უფროა. უმაღლესი ორგანოს თანხმობით ლიბიას ბომბავდნენ, ნატოს ოპერაცია კი სამარცხვინო იყო მთელი კაცობრიობისათვის", _ აცხადებს მორალესი.
ბოლივიის ლიდერი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს უგო ჩავესთან, იზიარებს ვენესუელის ლიდერის მოსაზრებას ლიბიაში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. "დასავლელმა ლიდერებმა მუამარ კადაფს ხელისუფლება იმის გამო ჩამოართვეს, რომ კონტროლი აიღონ ნავთობის საბადოებზე", _ განაცხადა სამხრეთაფრიკელმა ლიდერმა.
მორალესი აღნიშნავს, რომ ჩრდილოამერიკული და ევროპული ბაზრების დამოკიდებულება იქამდე მივიდა, რომ კრიზისი სამხრეთ ამერიკაზე გავრცელდა. ბოლივიელმა ლიდერმა ყველას რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მოუწოდა, რომელიც სამხრეთამერიკელი ერების კავშირის ფარგლებში მიმდინარეობს.
ევო მორალესი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.