საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2.7 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 1.9 პროცენტს შეადგენს.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული პროგნოზებით, ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის, ხოლო მომავალ წელს 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.