მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან მუშაობენ მოწყობილობაზე, რომელიც არა მარტო შეამოწმებს დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონეს, არამედ მათ ექიმებს რისკის შემთხვევაში SMS - შეტყობინებას გაუგზავნის.
მიკროსკოპული ჩიპი გადაინერგება პაციენტის კან ქვეშ, წვრილი ნემსების გამოყენებით სისხლის ანალიზი მუდმივ რეჟიმში შემოწმდება.
სისხლში შაქრის დონის სახიფათო ცვლილებისას, მოწყობილობა გადასცემს განგაშის სიგნალებს ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონს.
ჯერ-ჯერობით პროექტი დამუშავების სტადიაშია, თავად ჩიპი დამზადებულია, მაგრამ მიკროგადამცემი, რომელიც შეტყობინების შორ მანძილზე გაგზავნას შეძლებს ჯერ შემუშავების სტადიაზეა.