ანკარა კვიპროსზე ბუნებრივი გაზის მოპოვებას ძალიან მალე დაიწყებს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა განაცხადა.
"ჩვენ ამას ძალიან მალე დავიწყებთ, შესაძლოა ამ კვირაშიც", - განუცხადა ჟურნალისებს თურქეთის პრემიერმა.
ერდოღანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კვიპროსმა განაცხადა, რომ იწყებს დაზვერვით საბურღ სამუშაოს კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე.
მას შემდეგ, რაც კვიპროსმა გაავრცელა ინფორმაცია გაზის მოპოვების დაწყების სურვილის შესახებ, თურქეთმა საპასუხო განცხადებით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ თავადაც განახორციელებდა იმავე საქმიანობას.