მოსკოვის შემოგრენში მიიღეს კანონი "ეროვნულ-კულტურული ავტონომიების მხარდაჭერის შესახებ", რომელიც 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ მოსკოვის საოლქო სათათბირო იუწყება.
"კანონის რეალიზება მოსკოვის შემოგარენის ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯს მოითხოვს, რაც წელიწადში 1,5 მილიონ რუბლს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებზე ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სფეროში. პროექტების შერჩევის კრიტერიუმებს რეგიონის მთავრობა დაადგენს", - აღნიშნავენ რუსული მედიის წარმომადგენლები.
კანონის თანახმად, ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს ის ეროვნულ-კულტურული ავტონომიები, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრაციას გაივლიან და და თავიანთ პროექტებს განახორციელებენ მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, რეგიონის ფედერალური კანონმდებლობის დაცვით.
მოსკოვის საოლქო სათათბიროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს ეროვნებათშორისი ტოლერანტობის გაღრმავებას, ასევე, კარგი იარაღი იქნება ქსენფობიისა და ეთნიკური ექსტრემიზმის გამოვლინების წინააღმდეგ საბრძოლველად.