გარემოს დაცვის ინსპექცის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს თანამშრომლების მიერ ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი.
სამართალდამრღვევმა 3, 5 მ3წიწვოვანი ჯიშის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი ჩამოერთვა.
გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 770 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.