21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აწყობს მშვიდობის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, 20 სექტემბერს, 13:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე: კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზები.
ძირითადი მომხსენებლები იქნებიან ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი - - "სამშვიდობო კამპანიები საქართველოში და მათი როლი, კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზები"; www.humanrigths.ge -ის მთავარი რედაქტორი ალეკო ცქიტიშვილი - "მედიის როლი სამშვიდობო პროცესებში". მოდერატორია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი ნინო ღვედაშვილი.
ღონისძიება ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა კლუბის მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიის საელჩო საქართველოში.