" ბილაინი რიყის განახლებულ პარკში, სტუდია 123-ის კონცერტს დღეს 19.00- ზე გამართავს. კონცერტი ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
"სწავლის დაწყება განსაკუთრებული პერიოდია მოსწავლისთვის , თუ მათი მშობლებისთვის. როგორც იცით პირველი სასწავლო დღე სვანეთში მესტიაში აღვნიშნეთ, ახლა კი გადავწყიტეთ, რომ სასწავლო წლის დაწყება, თბილისში რიყეს განახლებულ პარკშიც აღგვენიშნა," - არნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" თეონა ბაღდავაძემ.
კონცერტის მსმენელებს საშუალება ექნებათ მოიგონ ბილაინისგან სხვა და სხვა საინტერესო პრიზი.
გარდა ამისა, ბილაინის ორგანიზებით, საქველმოქმედო აქციის " ნათელი ფერები ბავშვებს" ფარგლებში, კონცერტს მომავლის სახლის აღსაზრდელები დაესწრებიან , მათ კომპანიისაგან სასკოლო ინვენტარიც გადაეცემათ.