მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის ვენახში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ყურძენი დაკრიფა და საწნახელში დაწურა.
პრეზიდენტის ვენახში ჟურნალისტები არ შეუშვეს.
პრინცი რთველით და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დაინტერესდა.
მონაკოს პრინცის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო.