ანაკლიაში, ზღვის სიახლოვეს მცხოვრებ დევნილებს კომპაკტურად ჩასახლებული კოტჯების დაცლა არ სურთ, დევნილები სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ბინებზე უარს აცხადებენ.
"საზღვაო სეზონზე გარკვეულ თანხას ვაგროვებდით, ახლა კი აქიდანაც უნდა გაგვყარონ, თან ისე რომ დასახლებაში კომპეტეტური არავინ მოსულა, ამასწინათ ანაკლიის საკურორტო ქალაქად გადაქცევის მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე რამოდენიმე კვირაში ახალი სამშენებრო სამშაოები უნდა დაიწყოსო",- აცხადებენ დევნილები.
იძულებით გადაადგილებულ პირებს სავარაუდოდ ფოთში გადაიყვანენ. აღნიშნული ინფორმაია "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოშიც დაუდასტურეს.
"ეს საკითხი ნამდვილად დგას, თუმცა როდის და სად გადაეცემათ ამ ადამიანებს კუთვნილი ბინები ჯერ-ჯერობით უცნობია. დევნილებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვება ნამდვილად მოუწევთ, რადგან ობიექტი საცხოვრებლად უვარგისია",- განაცხადა სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ელერჯიამ.
ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, ძველი ხის ერთსართულიან კოტეჯებში 18 წელია აფხაზეთიდან, უმეტესად გალის რაიონიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს.