კახეთში არქეოლოგებმა ბრინჯაოს უძველესი ნივთები აღმოაჩინეს. სიძველეებს მდინარე იორის მიმდბეარე ტერიტორიაზე მიაგნეს. სპეციალისტები ახლა ცდილობენ დაადგინონ რა საიდუმლოს ინახავს ძვ.წ.აღ. XIII-XIV საუკუნის დათარიღებული ნივთები.
ექსპონატებთან ერთად მკვლევარებმა ის ადგილებიც აღმოაჩინეს, სადაც საუკუნეების წინ მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმართებოდა.
ცნობისთვის, აღმოჩენილი ნივთები შესასწავლად სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.