სიდნეის აეროპორტში რამდენიმე საათით განგაში გამოცხადდა. მიზეზი ის გახდა, რომ შიდარეისების ტერმინალში ორმა პირმა შემოწმების გარეშე შეაღწია.
დაცვის სამსახურმა ტერმინალიდან ყველა მზგავრი გაიყვანა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაშიფვრა დაიწყო. ინციდენტის გამო 20-მდე რეისი შეფერხდა.
ცნობისთვის, სიდნეის აეროპორტში მეორე ინციდენტიც მოხდა. აეროპორტში ტურბულენტულ ზონაში მოყოლილი კანადური ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც 5 დაშავებული იმყოფებოდა. ლაინერის რყევის დროს 3 წევრსა და 2 მგზვარს მდუღარე წყალი გადაესხა და ისინი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით სავადმყოფოებში გადაიყვანეს.