იემენში ბოლო თვეებში ყველაზე მასშტაბური აქციის დარბევის შედეგად 26 ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულთა რიცხვი 500 აჭარბებს. სამართალდამცავები 10 ათასი დემონსტრატის დასაშლელად ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს შემდეგ კი ცეცხლი გახსნენს.
ალ-ჯაზირას ინფორმაციით, პრეზიდენტ ალი აბდულლაჰ სალიჰის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს ხელისუფლება თვითნაკეთი ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ.
იემენის ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სალიჰის რეჟიმის წინააღმდეგ.