ინდოეთში ნეპალის საზღვართან მომხდარ 6,8 ბალის მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის, 5 ადამიანი ბრიტანეთის საელჩოს კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
მიწისქვეშა ბიძგები საღამოს 6 საათზე დაიწყო. მიწისძვრის შემდეგ გაითიშა კომუნიკაციების საშუალებები.
დაზარალებულ პროვინციებს ელექტრონერგია რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.