საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი პრეზიდენტი დომენიკ სტროს კანმა ფრანგული ტელერახის ეთერში მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე, სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ პირველად ისაუბრა.
სასტუმროში მომხდარ ინციდენტს მორალური შეცდომა უწოდა. კანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა არანაირი ძალადობის მცდელობა დღემდე ნანობს მომხდარს.
"ის რაც მოხდა არ ყოფილა ძალადობა და არც კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ამას სასამართლოს განაჩენიც ადასტურებს. მომხდარი ჩემი მხრიდან გაუმართლებელი საქციელი იყო, ჩემი აზრით ეს მორალური შეცდომაა და ძალიან ვნანობ ამას და ალბათ ძალიან დიდხანს მექნება სინანულის გრძნობა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა პრეზიდენტმა.
სტროს კანმა საუბარში ისიც განაცხადა, რომ შეიძლებოდა სამშობლოსთვის სარგებლობა მოეტანა, მაგრამ ახლა ეს შანსი უკვე წარსულში დარჩა. ჟურნალისტის კითვაზე, იყო თუ არა მომხდარი მისთვის დაგებული ხაფანგი მან მიუგო, რომ ამას არ გამორიცხავს.