მონაკოს პრინცს დღეს ბაკურიანში ელოდებიან. ზამთრის ოლიმპიური თამაშების 5 გზის მონაწილე, ბაკურიანში პატივს მიაგებს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.
აღშანიშნავია, რომ პრინცი ნოდარ ქუმარიტაშვილს პირადად იცნოდბა. იგი ნოდარის ოჯახის წევრებსაც შეხვდება.
"ნოდარი ოლიმპიადაზე გაიცნო და ძალიან გულშემატკივრობდა. ის ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და მიხარია, რომ ნოდარის ხსოვნას უნდ მიაგოს პატივი", - აღნიშნა, გარდაცვლილის მამამ, დავით ქუმარიტაშვილმა.
ცნობისთვის, ბაკურიანის შემდეგ პრინცის ჩასვლა ყვარელშია დაგეგმილი, სადაც ის რთველს დაესწრება, რის შემდეგაც პრინცი დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმს მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ მონაკოს პრინცი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა და პირველად მან ბათუმი და მესტია მოინახულა.
პრინცი საქართველოს 20 სექტემბერს დატოვებს.