მეცნიერები ადამიანის ხელოვნური ორგანოების წარმოების ექსპერიმენტებს ატარებენ
ადამიანის სხეულის ინჟინერიაში დღეისათვის აღსებული მიღწევები შესაძლებელს ხდის სხეულების აღდგენას და მათ "წარმოებას".
ფრანგონოფერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაიწყეს მუშაობა პროექტზე, რომელიც შესაძლებელს გახდის არათუ ქსოვილების აღდგენა-წარმოებას, არამდ დიდი ორგანოების წარმოებასაც და პერსპექტივაში მათი გადანარგვების განხორციელებასაც.
ახალი პროექტი - ბიორაპი ითვალისწინებს ისეთი ტექნოლოგიისა და ქსოვილების შექმნას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ახალი ხელოვნური ქსოვილების, რთული ორგანოებისა და სისხლძარღვების წარმოება.
ძირითად პრობლემას სრულყოფილი ორგანოს შექმნისთვის წარმოდეგნს მისი სრულფასოვანი მომარაგება "საკვები ნივთიერებით".
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით აღნიშნული პრობლემის გამო ვერ ხერხდება სრულფასოვანი კაპილარური სისტემის წარმოება.
ფრაუნგოფერის ხუთმა ინსტიტუტმა 2009 წლიდან დაიწყო მუშაობა ბიოშეთავსებითი ხელოვნური სისხლძარღვების შესაქმნელად.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიის ადაპტაცია. ჯერ-ჯერობით ბიოპოლიმერების საფუძველზე შექმნილი ახალი ორგანოები ტრანპლანტაციისთვის უვარგისია, მაგრამ უკვე შესაძლებელია მათი გამოყენება სამედიცინო ექსპერიმენტებში.
ტექნოლოგიურად პროექტის დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდება სრულყოფილი ადამიანის ორგანოების შექმნა.