ფილიპინების არქიპელაგის კუნძულ მინდანაზე მცხოვრებმა ქალებმა შესძლეს დაპირისპირებიულ კლანებს შორის კონფლიქტის "დარეგულირება".
გაეროს ინფორმაციით, ქალებმა საკუთარ მეუღლეებს, რომლებიც ამ კლანებში იყვნენ გაერთიანებულნი, "გაფიცვა" გამოუცხადეს და დაემუქრნენ, რომ მათთან სექსი არ ექნებოდათ, თუ შეიარაღებულ კონფლიქტს არ შეწყვეტდნენ.
ქალებმა საკუთარ ქმრებს განუცხადეს, რომ ისინი უარს აცხადებდნენ მეუღლის მოვალეობის შესრულებაზე, რის შემდეგაც ქმრები მიხვდნენ, რომ კონფლიქტი არამხოლოდ ეკონომიკურად აზიანებს მათ მდგომარეობას, არამედ ემუქრება დემოგრაფიოულ ბალანსსაც და საერთოდ ეჭვის ქვეშ აყენებს ოჯახის ერთიანობას.
აღნიშნულის შემდეგ კუნძულზე დაპირისპირება შეწყდა. მამაკაცები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
მინდანაოზე კონფლიქტი 1970 წლიდან გრძელდება. აქ ერთმანეთს დაპირისპირებულნი არიან სეპარატისტული დაჯგუფება ნაციონალური განმათავისუფლებელი ფრონტი და ისლამის განმათავისუფლებელი ფრონტი.