ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პეშავარის რეგიონში, 50-მდე მებრძოლი სამხედრო საგუშაგოს თავს დაესხა. ორმხრივ შეტაკებაში 10 მებრძოლი და 5 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ს ხელისუფლების წარმომადგენელმა საიედ აჰმედმა განუცხადა.
საგუშაგოს თალიბებთან მებრძოლი ორგანიზაცია და ადგილობრივი პოლიცია აკონტროლებს, რაც თალიბების გაღიზიანებას იწვევს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.