600 ლიტრი ღვინო, 300 ტომარა ფქვილი და ერთ ტონამდე ზეთი დარიალის ხეობაში ახლად აშენებულ წმინდა მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში გაიგზავნება. ამის შესახებ დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
უწმინდესის თქმით, შემოწირულობა ხეობაში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემათ. შემოწირულობას მიიღებენ ზემო და ქვემო სვანეთში და ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ხელმოკლე ოჯახები.
"გვინდა დავეხმაროთ მთიანეთს. ამიტომ, როცა გექნებათ საშუალება შეგიძლიათ მოიტანოთ ფქვილი, ზეთი და ღვინო",- განაცხადა პატრიარქმა.