ისრაელის შს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ექსტრაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე თავშესაფარი მიანიჭოს კოტ დიუარის მოქალაქეებს მუჰამად და მატინ ჯა კაიტებს, რომელთაც ალბინოსი ქალიშვილი შეეძინათ.
ისრაელის შს სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეგვიპტიდან ისრაელში არალეგალურად გადასული ოჯახისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ მიღებული იქნა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგანც კოტ დიუარში ახალშობილს სასიკვდილო საფრთხე ელოდება.
აფრიკის ქვეყნების რიგი ხალხები ტრადიციის მიხედვით, რომელიც მეტწილად სამხრეთ საჰარაშია გავრცელებული, მიიჩნევენ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილებს ადამიანისთვის წარმატება მოაქვს, ასევე "ხელს უწყობს" მათ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამ რეგიონში მოქმედებს ალბინოსებზე მონადირე დაჯგუფება, რომლებიც კლავენ ალბინოსებს და მისი სხეულის ნაწილებს თილისმის სახით შავ ბაზარზე ყიდიან.