ხარაგაულის რაიონის სოფელ საბეში, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოილოცეს.
ტაძარი ამავე სოფლის მკვიდრმა ვახტანგ ვეფხვაძემ აღადგინა. მე-19 საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია 3 წელი გრძელდებოდა. ტაძარი მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა აკურთხა. მე-19 საუკუნის შემდეგ სოფელ საბეში წირვა- ლოცვა დღეს პირველად ჩატარდა.