საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის მშობელთა ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
მღვდელმსახურ ზაქარიას და მართალ ელისაბედს, უფლის შეგონებით იოანე ნათლისმცემელი სიბერეში გაუჩნდათ.
სახარების მიხედვით, მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმინდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაღწია.