ლატვიაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანებამ "თანხმობის ცენტრმა" მოიპოვა.
"თანხმობის ცენტრს" მხარი არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლეთა 30%-მა დაუჭირა.
ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინ გამართულ არჩევნებში ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი გამოცხადება დაფიქსირდა.
არჩევნებში მონაწილეობა 876,827 ამომრჩევლემა მიიღო, რაც ხმის უფლების მქონე ამომრჩევლეთა 58,77%-ია.