სტამბულში სამი ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი მოკლეს. სავარაუდოდ, სამივე მათგანი თავის დროზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მამაკაცი უცნობდა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. სავარაუდოდ, სამივე მათგანი, თავის დროზე რუსეთის წინააღმდეგ შამილ ბასაევთან ერთად იბრძოდა. თურქული მედია აღნიშმავს, რომ სამივე მათგანი თურქეთში დაახლოებით 1,5 წლის წინ გადავიდა.