დღეს რუსეთი დუმა, საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების საკითხზე საგანგებო დადგენილებას განიხილავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი დეპუტატები აპირებენ მიმართონ საზღვარგარეთის ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგმონ მემორიალის აფეთქების ფაქტი.
"საქართველოს მოქმედი რეჟიმი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას მსგავსი ქმედებით საკუთარ თავს ევროპული ცივილიზაციისაგან შორის აყენებს და ცინიკურად თელავს საკუთარი ერის გმირული წარსულის ხსოვნას", _ ნათქვამია დოკუმენტში.
დუმის დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარს დაუჭერენ ინიციატივას მემორიალის მოკოვში აღდგენის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები