მონაკოს პრინცი საქართველოში, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დმანისის არქეოლოგიურ გათხრებს და საველე მუზეუმსაც დაათვალიერებს.
ცნობისთვის, საქართველოში აღმოჩენებით ალბერტ მეორე ჯერ კიდევ 2003 წელს დაინტერესდა, როდესაც ეროვნული მუზეუმის გენერალური ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე პარიზში გაიცნო, სადაც პრინცმა ალბერტმა ლორთქიფანიძეს მონაკოს მონარქის პრემია გადასცა.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მონაკოს პრინცი ეროვნულ საგანძურსაც გაეცნობა. მისი ვიზიტის გეგმაში ასევე, კახეთში მოგზაურობა და რთველში მონაწილეობაც შედის.
შეგახსენებთ, რომ მონაკოს სამეფო ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე პალეონთოლოგიის განვითარების ფონდის პრეზიდენტია.